• Mitasu
  • Mitsubishi
  • Toyota
  • Honda
  • Subaru
  • Nissan
  • Lexus
  • Mazda
  • Volkswagen
  • Suzuki
  • Infiniti
  • Acura
  • Mercedes
  • BMW
  • Audi
  • Opel
  • Akebono
  • KN
  • Bosch
  • Denso
 
გაზიარება


წყვილთა რბოლა მცხეთასა და რუსთავში. დაბრუნება

2010 წლის 17 ოქტომბერი.

 

17 ოქტომბერს მცხეთაში ამფითეატრის, ხოლო შემდეგ 25 ოქტომბერს რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტომოყვარულთა შორის წყვილთა რბოლა გაიმართა. 

ორივე შეჯიბრში  „იამატო“–მ, რომელიც დაარსების დღიდან საავტომობილო სპორტის ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერი და სპონსორია, მონაწილეობა მიიღო. 

 

ტრადიციისამებრ „იამატოს“ დაწესებული პრიზების ნუსხა სოლიდური იყო.  

სამივე საპრიზო კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ  „იამატო“–ს სერტიფიკატებით და საჩუქრად გადაეცათ "ჯაიტეკ" – ის ძრავის ზეთი, ერთი თვის განმავლობაში „იამატო“ – ს ნებისმიერი სერვისით უფასოდ სარგებლობის და „იამატო“ – ს ბრენდ მაღაზიაში  ნებისმიერ პროდუქციაზე 10% ფასდაკლების კუპონები. 

 

მეორე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ „იამატო“–ს სერტიფიკატებით და საჩუქრად გადაეცათ ერთი თვის განმავლობაში „იამატო“–ს ნებისმიერი სერვისით სარგებლობის  20% ფასდაკლების  და „იამატო“–ს ბრენდ მაღაზიაში ნებისმიერ პროდუქციაზე 5% ფასდაკლების კუპონები. 

 

მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ „იამატო“–ს სერტიფიკატებით და საჩუქრად გადაეცათ ერთი თვის განმავლობაში „იამატო“–ს ნებისმიერი სერვისით სარგებლობის 15% ფასდაკლებით და „იამატო“–ს ბრენდ მაღაზიაში ნებისმიერ პროდუქციაზე 5% ფასდაკლების კუპონები. 

 

შეჯიბრის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადაეცა ერთი თვის განმავლობაში „იამატო“–ს ნებისმიერი სერვისით სარგებლობის 10% ფასდაკლების კუპონი.

 

„იამატო“–ს მიერ დაწესებულ საპრიზო კატეგორიაში – „მაყურებელთა სიმპატია ანტიკვარულ ავტომობილებში“   ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა მერსედესის ანტიკვარულმა მოდელმა, რომლის მფლობელს  "ჯაიტეკი"– ს ძრავის ზეთი გადაეცა საჩუქრად.  

 
 

 
© Copyright 2011 Yamato Ltd. All Rights Reserved.
This Website is Property Of Yamato Ltd
 
www.wsa.ge