• Mitasu
  • Mitsubishi
  • Toyota
  • Honda
  • Subaru
  • Nissan
  • Lexus
  • Mazda
  • Volkswagen
  • Suzuki
  • Infiniti
  • Acura
  • Mercedes
  • BMW
  • Audi
  • Opel
  • Akebono
  • KN
  • Bosch
  • Denso
 
გაზიარება


მსოფლიოს საუკეთესო ფილტრები უკვე საქართველოშია! დაბრუნება

2011 წლის 24 მარტი.

კომპანია იამატო მსოფლიოს საუკეთესო ჰაერის და ზეთის ფილტრების მწარმოებელი კომპანია K&N–ის ოფიციალური დილერი გახდა საქართველოში.  

 

40 წლიანი გამოცდილებით, პროდუქციის უმაღლესი ხარისხით და მომხმარებლის უდიდესი ნდობით,K&N ხარისხიანი ფილტრების ბაზრის მსოფლიო ლიდერია.

 

კომპანია K&N–ის ნოვატორული გამოგონება, ნულოვანი წინაღობის, მრავალჯერადი გამოყენების ჰაერის ფილტრის წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1969 წლიდან დაიწყო. დღეს K&N ნულოვანი წინაღობის, მრავალჯერადი გამოყენების ჰაერის ფილტრების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. პროდუქციის ასორტიმენტი 2400 მოდელის ავტომობილისთვის 3500–ზე მეტ ნაირსახეობას მოიცავს. პროდუქცია განკუთვნილია ევროპული, ამერიკული და იაპონური ყველა ტიპის მსუბუქი, სატვირთო ავტომობილისთვის და მოტოციკლისთვის. 

 

კომპანია K&N ოთხი სახეობის ფილტრს აწარმოებს: 

1. საშტატო ფილტრების შემცვლელი ჰაერის ფილტრები

2. ჰაერის შემშვები სისტემები

3. უნივერსალური და სარბოლო ავტომობილის ჰაერის ფილტრები

4. ზეთის ფილტრები 

 

K&N-ის ფილტრები ეს არის: საუკეთესო მფილტრავი თვისებები ნულოვანი წინაღობისას; მუდმივი გამოყენების ფილტრების საექსპლუატაციო გარანტია მილიონი მილია; .მზადდება მხოლოდ აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში.  

 

K&N-ის ჰაერის ფილტრების გამოყენება ნიშნავს 10%–მდე საწვავის ხარჯის შემცირებას და 10%–მდე ძრავის სიმძლავრის გაზრდას.

 

K&N-ის ფილტრების შეძენა და ფილტრების სპეც სითხეებით მომსახურება უკვე შესაძლებელია იამატოს ბრენდ მაღაზიაში და სერვისცენტრში.

 
 

 
© Copyright 2011 Yamato Ltd. All Rights Reserved.
This Website is Property Of Yamato Ltd
 
www.wsa.ge