• Mitasu
  • Mitsubishi
  • Toyota
  • Honda
  • Subaru
  • Nissan
  • Lexus
  • Mazda
  • Volkswagen
  • Suzuki
  • Infiniti
  • Acura
  • Mercedes
  • BMW
  • Audi
  • Opel
  • Akebono
  • KN
  • Bosch
  • Denso
 
 


რა შემთხვევაში იცვლება ზეთი გადაცემათა კოლოფში? დაბრუნება

რა არის გადაცემათა კოლოფი?

გადაცემათა კოლოფი ავტომობილის ერთ–ერთი ყელაზე რთული ტექნოლოგიური აგრეგატია, რომელიც არეგულირებს ძრავიდან გამოყოფილ ბრუნთა რაოდენობის სიჩქარედ გარდაქმნას, დგომის, წინა და უკანა სვლის შესაბამის აჩქარებისას ან შენელებისას.

 

რა არის გადაცემათა კოლოფის ზეთი?

გადაცემათა კოლოფის ზეთი არის ქიმიური სითხე, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მართვის სისტემების და ფრიქციონების დისკების მუშაობის კონტროლს. კოლოფის რთული დეტალების შეზეთვას, კოლოფში საჭირო წნევის შექმნას და შენარჩუნებას.

 

იცვლება თუ არა გადაცემთა კოლოფის ზეთი?

 

ა) ავტომობლის გარბენისა და ზეთის ვადის გასვლისას

გადაცემათა კოლოფში, ავტომობილის ძრავის მსგავსად არ ხდება ზეთის მაღალ ტემპერატურაზე მუშაობა და ზეთის წვა. ვადაგასულმა და დამუშავებულმა ზეთმა შესაძლოა არ შეიცვალოს არც ფერი, არც სუნი და არც სიბლანტე და ის ახალივით გამოიყურებოდეს. მიუხედავად ამისა გადაცემათა კოლოფი შესაძლოა მაინც არ მუშაობდეს გამართულად. გაუმართაობა ზეთის ფორმულის დაშლის შედეგია, რადგან გარკვეული გარბენის ან დროის გასვლის შემდეგ ზეთი კარგავს კოლოფის რთული დეტალების შეზეთვის და წნევის შემნარჩუნებლის ფუნქციას. გაუმართაობის და აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის თავიდან აცილების უპირველესი საშუალება ავტომობილის მწარმოებლის მიერ რეკომენდებულ გარბენზე და ვადაში ზეთის გამოცვლაა.  

  

ბ) გადაცემათა კოლოფის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში

შესაძლოა, გადაცემათა კოლოფში ზეთის გამოცვლის ავტომობილის რეკომენდებული გარბენი ან ვადა არ აღემატებოდეს მწარმოებლის მიერ დადგენილს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვლინდებოდეს გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლის ნიშნები: დაგვინება სიჩქარეთა გადაცემისას, დარტყმები, ბიძგები, ვიბრაციები ასეთ შემთხვევაშიც, პირველ რიგში ზეთი უნდა გამოიცვლოს.

 

რა სიხშირით იცვლება გადაცემათა კოლოფის ზეთი?

ავტომწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ სრული გამოცვლის შემთხვევაში ზეთის გამოცვლას: ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ყოველ 80.000–100.000 კმ–ზე, ვარიატორულ გადაცემათა კოლოფში ყოველ 20.000–30.000 კმ–ზე, მექანიკურ გადაცემათა კოლოფში ყოველ 50.000 კმ–ზე.

 

რომელი ზეთი უნდა გამოვიყენოთ ავტომატურ გადაცემათა კოლოფში?

ისევე როგორც ძრავის შემთხვევაში, გადაცემათა კოლოფშიც რეკომენდებულია გამოვიყენოთ ავტომობილის სერვისის წიგნაკში ავტომობილის მწარმოებლის მიერ რეკომენდებული ზეთი. ავტომობილის მწარმოებლები რეკომენდაციებს  გადაცემათა კოლოფის ტიპისა და მოდიფიკაციის ტექნოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე სპეციალურ ზეთებს უწევენ, რომელიც კონკრეტული ავტომობილის მარკისა და მოდელისთვის სპეციალურად არის დამზადებული. 

 

დასაშვებია თუ არა შემცვლილი ზეთების გამოყენება?

დასაშვებია თუ ამ დასაშვებობაზე მიუთითებს მწარმოებელი. ამასთან აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ზეთის ხარისხისი და ზეთის მწამოებელი. ყველა სხვა შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ ავტომობილის მწარმოებლის რეკომენდაციებით, რადგან არარეკონემდებული და უხარისხო ზეთის გადაცემათა კოლოფში გამოყენებას, შესაძლოა რთულმექანიზმიანი კოლოფის დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვეს.

 


 

 
© Copyright 2011 Yamato Ltd. All Rights Reserved.
This Website is Property Of Yamato Ltd
 
www.wsa.ge