• Mitasu
  • Mitsubishi
  • Toyota
  • Honda
  • Subaru
  • Nissan
  • Lexus
  • Mazda
  • Volkswagen
  • Suzuki
  • Infiniti
  • Acura
  • Mercedes
  • BMW
  • Audi
  • Opel
  • Akebono
  • KN
  • Bosch
  • Denso
 
 


იცვლება თუ არა ტრანსმისიის ზეთი? დაბრუნება

რა არის ავტომობილის ტრანსმისია?

ტრანსმისია არის ავტომობილის აგრეგატული სისტემები, რომლებიც ავტომობილის სავალ ნაწილებს გადასცემენ  ძრავის მიერ გამომუშავებულ მექანუკურ ენერგიას.

 

რა არის ტრანსმისიის ზეთები?

ტრანსმისიის ზეთები ეს არის ქიმიური მასალა, რომელიც გამოიყენება ავტომობილის ხიდების, გადამრთველის, მექანიკური გადაცემათა კოლოფისა და რედუქტორების დეტალების შესაზეთად. ტრანსმისიის ზეთი დეტალების ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას, ზეთის აპკს, რომელიც იცავს დეტალებს მშრალი ხახუნისგან, გადახურებისგან და სხვა სახის დაზიანებისგან. ამციერბს ვიბრაციას, ხმაურს და დარტყმით დატვირთვებს, ხელს უწყობს აგრეგატის მარგი ქმედების კოეფიციენტის მატებას. 

 

ტრანსმისიის ზეთის კლასიფიკაცია

ტრანსმისიის ზეთები სიბლანტის SAE სტანდარტის მიხედვით იყოფიან –  75W, 80W, 85W, 90W, 140W, 250W. 

ტრანსმისიის ზეთები საექსპლუატაციო მაჩვენებლის API სტანდარტის მიხედვით იყოფიან –  GL-1, GL-2, GL-3, GL-4, GL-5.

 

იცვლება თუ არა ტრანსმისიის ზეთი?

მაღალი დატვირთვების პირობებში მომუშავე ტრანსმისიის ზეთები კბილანების საკონტაქტო ზედაპირებს შორის დაწოლისას განიცდიან ხშირ თერმულ და დარტყმით დატვირთვებს, რაც იწვევს მათი გარკვეული პერიოდის შემდეგ შეცვლის აუცილებლობას. 

 

რა სიხშირით იცვლება ტრანსმისიის ზეთები?

ავტომწარმოებლების მიერ ზეთების ცვლა ტრანსმისიაში ყოველ 50.000 კმ–ზეა რეკომენდებული. 

 

 
© Copyright 2011 Yamato Ltd. All Rights Reserved.
This Website is Property Of Yamato Ltd
 
www.wsa.ge